ევროპული საბჭოს უღირს ქმედებას ქართული დელეგაციის ღირსეული პასუხი მოჰყვა, ქართულმა სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა მკაფიოდ თქვა, შანტაჟს არ ვექვემდებარებით, საქართველო ევროსაბჭოს ვასალი ვერ და არ იქნება

ევროპული საბჭოს უღირს ქმედებას ქართული დელეგაციის ღირსეული პასუხი მოჰყვა, ქართულმა სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა მკაფიოდ თქვა, შანტაჟს არ ვექვემდებარებით, საქართველო ევროსაბჭოს ვასალი ვერ და არ იქნება
„საქართველო როგორც სახელმწიფო შედგა! ევროპული საბჭოს უღირს ქმედებას ქართული დელეგაციის ღირსეული პასუხი მოჰყვა“,-ასე შეაფასა ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდის მიღებული გადაწყვეტილება.
ჩიხელიძე საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რომ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს დელეგაციის არალეგიტიმურად ცნობას ითხოვდა მხარი მხოლოდ 43 ადამიანმა დაუჭრა (306 წევრიდან) რაც მისივე თქმით, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმაციის საკითხი წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია იყო.
„დღეს საქართველო როგორც სახელმწიფო შედგა! ევროპული საბჭოს უღირს ქმედებას ქართული დელეგაციის ღირსეული პასუხი მოჰყვა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოს დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს! ქართულმა სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა მკაფიოდ თქვა, შანტაჟს არ ვექვემდებარებით, ცალ ფეხზე არ დავდგებით! საქართველო ევროსაბჭოს ვასალი ვერ და არ იქნება! მმართველ გუნდს ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი ანიჭებს და არა კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ევროსაბჭოში მრავლად არის! ბოლო დღეებში სტრასბურგში საქართველოდან ორი ჯგუფი გაემგზავრა, ერთ ჯგუფში იყვნენ ქვეყნის პატრიოტები და ეროვნული ინტერესების დამცველი ადამიანები, მეორე ჯგუფს კი ქვეყნის მტრები შეადგენდნენ, რომელთა საზრუნავი, არა სახელმწიფო ინტერესები არამედ ბატონების სურვილების შესრულება არის!
ერთი საინტერესო დეტალი, რეზოლუციას, რომელიც საქართველოს დელეგაციის არალეგიტიმურად ცნობას ითხოვდა მხარი მხოლოდ 43 ადამიანმა დაუჭრა (306 წევრიდან) რაც ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმაციის საკითხი წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია იყო, რომელსაც რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო, სამწუხაროდ საპარლამენტო ასამბლეამ სირაქლემას პოზიცია აირჩია და თვალი დახუჭა ფაქტობრივ გარემოებებზე რომელიც ნათლად აჩენს ქართული ოცნების სიმართლეს, მათ ლეგიტიმურობას და ა.შ.
საქართველოში არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა, ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა, რომლის აღიარება დროთა განმავლობაში ყველას მოუწევს!
დღეს ევროსაბჭომ, მორიგი ე.წ. მკვდარშობილი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხვალ უკვე მაკულატურა იქნება!“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია