ევროპული გზის გასაგრძელებლად საქართველოს ძალისხმევა შთამბეჭდავია – გერტ იან კოპმანი

შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მიმართული ძალისხმევა, – ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ეროპული ინტეგრაციის გზაზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, გერტ იან კოპმანი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
„მართლაც შესანიშნავი საუბარი შედგა. შთამბეჭდავია ევროპული გზის გასაგრძელებლად მუდმივი ძალისხმევა და ამ გზის განსაკუთრებული აუცილებლობის გაცნობიერება“,- წერს იგი.
კოპმანი სოციალირ ქსელ X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერტ იან კოპმანთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაქვეყნა.
„მქონდა ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გერტ იან კოპმანთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ძალისხმევა და პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კიდევ ერთხელ მივესალმეთ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ჩვენი ქვეყანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას“, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
Excellent conversation indeed – impressed with the continued determination and sense of urgency to press on with the European path! https://t.co/6kGS1Q9AfD — Gert Jan Koopman (@GertJanEU) November 22, 2023

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ