ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნონ – გერმანული მედია

ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნონ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ცეცხლის შეწყვეტის დაცვას დააკვირდნენ სახმელეთო ძალების მეშვეობით, რომელთა რაოდენობასაც 10-დან 15 ათასამდე აფასებენ საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის პირველ ექვს თვეში.
„გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გამოიყურებოდეს, უკვე მზად არის. ისინი შემუშავებული იყო ძირითადად ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ექსპერტებით, ბრიუსელთან თანამშრომლობით,” – განაცხადეს წყაროებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან