ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია: „ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“ გაიმართება

„ევროპის უნივერსიტეტში“ ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი (EUFAJ), იურისტი და უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი ჰანს-იურგენ ზახორკა საჯარო ლექციას გამართავს.
როგორც „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰანს-იურგენ ზახორკა სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ისაუბრებს თემაზე: "ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება/ Legal Implications of “European Values” and the EU Accession of Georgia".
„ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმნა)“- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.