“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრაქტიკას გაივლიან

“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრაქტიკის გასავლელად სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას და ასევე, სამუშაო ვიზიტით ეწვიონ სხვა ევროპულ ინსტიტუტებს.
„კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი, რომლებსაც ავიაბილეთებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად დაუფინანსდებათ “ევროპის უნივერსიტეტის” მიერ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო