“ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, წიგნის – “დიაბეტის განმარტებითი ლექსიკონი” პრეზენტაცია გაიმართება

“ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, 17 დეკემბერს სახელმძღვანელო წიგნის – “დიაბეტის განმარტებითი ლექსიკონი” პრეზენტაცია გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, წიგნის ავტორი “ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ყურაშვილია.
„წიგნი, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცა, დაეხმარება ენდოკრინოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტებს, ოჯახის ექიმებს და იძლევა შესაძლებლობას, სპეციალისტები გაეცნონ ისეთ მიმდინარეობას, რომელიც ამ დარგში ინოვაციურია.
წიგნის პრეზენტაცია 17 დეკემბერს, 12:00 საათზე “ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაციულ კორპუსში, ს სახელობის საპარლამენტო დარბაზში გაიმართება. პრეზენტაციას სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე, დარგის სპეციალისტები დაესწრებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

პრემიერი- მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ