ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის სახელმწიფოებმა ჩრდილოეთ ზღვის ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ბრიტანეთმა და ევროპის სხვა დიდმა ქვეყნებმა, რომლებსაც საზღვაო საზღვრები აქვთ ჩრდილოეთ ზღვაზე, ხელი მოაწერეს შეთანხმებას წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად, მათ შორის რუსეთის შესაძლო თავდასხმებისგან, ერთობლივი მუშაობის შესახებ.
ექვსმა ქვეყანამ - ბელგიამ, ბრიტანეთმა, დანიამ, გერმანიამ, ნორვეგიამ და ნიდერლანდებმა - ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მათ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას მისცემს.
წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების საფრთხეების დაცვაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყურადღება მას შემდეგ გაამახვილეს, რაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე 2022 წლის სექტემბერში აფეთქებები მოხდა. აღნიშნული მილსადენები რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით გაზის გადასაზიდად შეიქმნა.
2023 წლის მაისში ნატო-მ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა წყალქვეშა კაბელების დივერსია მოახდინოს, რათა დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერისთვის დასაჯოს. ამასთან, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ გლობალური უსაფრთხოების რისკები კიდევ უფრო გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.