ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ევროპის სახალხო პარტია“ - ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებების საფუძველზე დაკავება ივანიშვილის მიერ რეპრესიების მეშვეობით ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია

„ევროპის სახალხო პარტია“ - ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებების საფუძველზე დაკავება ივანიშვილის მიერ რეპრესიების მეშვეობით ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია

ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებების საფუძველზე დაკავება ივანიშვილის მიერ რეპრესიების მეშვეობით ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია, - ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ ავრცელებს.
„“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის აბსურდული ბრალდებების საფუძველზე დაკავება ივანიშვილის მიერ რეპრესიების მეშვეობით ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი ნიშანია. პროდასავლური ძალების პოლიტიკური სივრციდან განდევნით, საქართველო რუსული სტილის დიქტატურისკენ მიექანება. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ქართველ ხალხს თავისუფალი და ევროპული მომავლისკენ ბრძოლაში სოლიდარობას ვუცხადებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.