ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი - “ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელი და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი - “ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელი და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, მისი თქმით, უნდა შეწყდეს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა.
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს. საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - წერს ბენჟამინ ჰადადი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.