ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – შემაშფოთებელია, რომ აშშ-ს ვენეციის კომისიიდან გასვლა სურს – იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გადახედავს და შეცვლის

შემაშფოთებელია, რომ აშშ-ს ვენეციის კომისიიდან გასვლა სურს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი სოციალურ ქსელში წერს, სადაც 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ დროს, როდესაც კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით დაცვას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გადახედავს და შეცვლის“, – წერს თეოდოროს რუსოპულოსი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისიაც. სიაში გაერო-ს 31 ორგანიზაციაა, ხოლო 35 ორგანიზაცია გაერო-ს შემადგენლობაში არ შედის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანიზაციები აშშ-ის სუვერენიტეტის შეზღუდვას აქტიურად ცდილობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან