არქივი19 დეკემბერი 2024, 18:22
ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს ხვდება

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს ხვდება.
კერძოდ, ამ წუთებში, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე არიან ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა, “ტვ პირველის” ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, დაზარალებული მოქალაქე, დავით გოგილაშვილი და სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციების წევრები.
გარდა ამისა, დღეს ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.