ევროპის საბჭოს გენმდივანი - შეშფოთებული ვარ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებით - ვიმეორებ, ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოა
კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხებად რჩება. ასეთი კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებასთან დაკავშირებით.
“შეშფოთებული ვარ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ” კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაბრუნებით.
გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას მივესალმე. დღეს ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძოდ რჩება”, - განაცხადა პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.