ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის საბჭოს ასამბლეა რეკომენდაციას უწევს კოსოვოს ევროსაბჭოში წევრობისთვის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ PACE-მ, 17 აპრილს, საღამოს, რეკომენდაცია გამოთქვა იმის თაობაზე, რომ კოსოვო იქნას მოწვეული ევროპის საბჭოში გაწევრიანებისთვის. ასამბლეა თვალყურს მიადევნებს მის მიერ ნაკისრი „ვალდებულებების ვრცელი ჩამონათვალის შესრულებას, გაწევრიანების შესაბამისად".
საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ნაბიჯის შესახებ მიიღებს მინისტრთა კომიტეტი, ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც შედგება წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან.
"წევრობამ უნდა შემატოს იმპულსი კოსოვოს, გააგრძელოს წინსვლა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში", განაცხადა PACE-მ.
კოსოვო, რომელიც არ არის გაეროს წევრი და ის არ უღიარებია მსოფლიოს სახელმწიფოთა ნაწილს, 2008 წელს გამოეყო სერბეთს, რომელიც თავის ოლქს კვლავ თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.