ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია, საქართველოს ხელისუფლების მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ის

ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ის,- ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაჰერტი ავრცელებს.
„ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს. ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას ვიმეორებ, გაათავისუფლონ ის და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად და არასაჭირო ჩარევის გარეშე მუშაობა, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით,” – წერს ო’ფლაჰერტი.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს