ევროპის რადიკალი პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ევროპის რადიკალი პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია ეხმიანება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, ომში ჩართვის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც მან პოლიტსაბჭოს სახელით გაავრცელა. გაბუნიას განცხადებით, ევროპის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. „ჩვენ ვხედავთ რამხელა ადამიანური ტრაგედია ხდება ყოველდღიურად უკრაინაში, როგორ იხოცებიან უკრაინის მოქალაქეები.
ამ ფონზე საქართველოს მიმართ გაიზარდა და არასოდეს შემცირებულა მავნებლური ინტერესი, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. ჩვენ ვხედავთ დღეს მოცემულობას, რომ ევროპის ის რადიკალი პოლიტიკური ძალები და რადიკალი ბიუროკრატები, რომლებიც ყოველდღიურად აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“,-განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს