ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მოწვევა მივიღე - ირაკლი კობახიძე

ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მოწვევა მივიღე - ირაკლი კობახიძე

ევროპის პოლიტიკურ სამიტზე მოწვევა მივიღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტზე ვიზიტი ალბანეთში 16 მაისს იგეგმება.
ჟურნალისტის კითხვას, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თუ არა ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები, პრემიერმა უპასუხა, რომ შესაძლოა, გაიმართოს გარკვეული შეხვედრები კონკრეტულ ლიდერებთან.
“საგანგებო ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად იმართება ხოლმე ამ ფორმატში, თუმცა იქ ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება. ამ შესაძლებლობით მაქსიმალურად ვისარგებლებთ.
ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ვისაუბრებთ. ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი, თუ მათი მხრიდან იქნება სამართლიანი, ჯანსაღი და არა საბჭოური დამოკიდებულება. ეს არსაუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი. ჩემი ევროპული დამოკიდებულება არის ის, რომ ყველასთან მინდა საუბარი და მათი საბჭოური დამოკიდებულება, არ ვგულისხმობ ყველას, ვგულისხმობ შესაბამის ლიდერებს, არის ის, რომ არ საუბრობენ. არსაუბარს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, ვიღაცას აქვს დაგეგმილი ეს უსამართლობა, სურს, რომ ხელოვნურად ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. იქ ფორმატი არის ასეთი, დერეფნებში იმართება შეხვედრები, სპეციალური ოთახებიც კი არ არის ხოლმე, როგორც წესი, გამოყოფილი შეხვედრებისთვის. დერეფნებში იმართება შეხვედრები, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.