ევროპის პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი მარჯვნივ იხრება, მემარჯვენე-ცენტრისტულმა და ულტრამემარჯვენე პარტიებმა საგრძნობი წარმატებები მოიპოვეს

ევროპის პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი მარჯვნივ იხრება. მემარჯვენე-ცენტრისტულმა და ულტრამემარჯვენე პარტიებმა საგრძნობი წარმატებები მოიპოვეს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს, სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიების მანდატების ზრდა აისახება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იმიგრაცია, კლიმატის პოლიტიკა და თავად ევროკავშირის არსებობა. ის ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის მეორედ დაკავებას.
“ევროპის პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი მარჯვნივ იხრება. მემარჯვენე-ცენტრისტულმა და ულტრამემარჯვენე პარტიებმა საგრძნობი წარმატებები მოიპოვეს. კერძოდ, გერმანიაში, საფრანგეთში, უნგრეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, ბულგარეთში. მოსალოდნელია, რომ ულტრამემარჯვენე პარტიების მანდატების ზრდა ევროპას მარჯვნივ მიიყვანს ყველაფერში – იმიგრაცია, კლიმატის პოლიტიკა და თავად ევროკავშირის არსებობა.
ევროკავშირის მომავლის ყველაზე დიდი გამაფრთხილებელი ნიშანი საფრანგეთია, თუ გავითვალისწინებთ მაკრონზე ულტრამემარჯვენეების გამარჯვების მასშტაბებს. მარინ ლე პენის ტრიუმფმა შეიძლება მთელი ევროკავშირი არეულობაში ჩააგდოს. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2027-ია. ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა. საერთო ჯამში, სამ დიდ ცენტრისტულ ჯგუფს დაახლოებით 400 ადგილი ექნება (სულ 720 ევროდეპუტატია). ეს ნიშნავს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევა ევროკომისიის პრეზიდენტად სათუოა.” – წერს აბაშიძე.
Next: რეგიონის მასშტაბით საქართველოს პასპორტი ყველაზე ძლიერია

ასევე დაგაინტერესებთ

ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც “საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ გადახრას” გმობს – 577 კაციანი ასამბლეის სხდომას 96 დეპუტატი ესწრებოდა, რეზოლუციამ 68 ხმა მიიღო

საქართველოს მთავრობის ბრალია, რომ დღეს არის მშვიდობა ამ ქვეყანაში, რომ ეკონომიკური წინსვლა გვაქვს, ვართ ეროვნულები, ვართ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მოყვარულები და ეს არის მთავარი მიღწევა, რომ ვინც უნდა ქართველ ხალხს, ის ჰყავს ხელისუფლებაში