ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრად და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარედ თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე აირჩიეს

ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრად და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარედ თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე აირჩიეს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თსსუ-ის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე 4 წლის ვადით (2026–2030წწ.) ევროპის პედიატრიული ნევროლოგიის საზოგადოების (EPNS) მმართველი საბჭოს წევრად და ეროვნულ მეთვალყურეთა კომიტეტის (Committee of National Advisers- CNA) თავმჯდომარედ აირჩიეს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოება (EPNS) ბავშვთა ნევროლოგიის სფეროში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მძლავრი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 3 500 წევრს. საზოგადოების მთავარი მიზანია ნევროლოგიური დარღვევების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის ერთიანი ევროპული სტანდარტის დანერგვა და განვითარება საერთაშორისო თანამშრომლობის, საგანმანათლებლო აქტივობისა და სამეცნიერო კვლევის გზით.
,,EPNS-ის მმართველი საბჭო აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 31 წარმომადგენელს, რომლებსაც ოთხი წლის ვადით ირჩევენ.
მმართველი საბჭო შვიდი კომიტეტისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთია ეროვნული მეთვალყურეთა კომიტეტი (Committee of National Advisers – CNA). აღნიშნული კომიტეტი აერთიანებს ევროპის წამყვანი ქვეყნების 45 პედიატრიულ ნევროლოგიურ საზოგადოებას. კომიტეტის ძირითადი მიზანია პედიატრიული ნევროლოგიის პოსტდიპლომური განათლების პრინციპების შესწავლა და განვითარება, ერთიანი სტანდარტების დანერგვა და განათლების ჰარმონიზაცია საერთო ევროპულ სისტემაში. CNA მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია EPNS-სა და ეროვნულ პედიატრიულ ნევროლოგიურ საზოგადოებებს შორის.
კომიტეტის შემადგენლობაში შედის ხელმძღვანელი, მდივანი და 3 არჩეული წევრი.
თსსუ ულოცავს პროფესორ სოფიო ბახტაძეს ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრად და ეროვნული მეთვალყურეთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას და წარმატებებს უსურვებს”,- წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან