ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის ლიდერობით, ნატო "კონტინენტის თავდაცვის მომავალია" - პენტაგონი

ევროპის ლიდერობით, ნატო "კონტინენტის თავდაცვის მომავალია" - პენტაგონი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში თავის ბრიტანელ კოლეგას უმასპინძლა. ჯონ ჰილისთან ერთად, მან 6 მარტს უკრაინაში რუსეთის ომის სწრაფად დასრულების გზები განიხილა.
„გვჯერა, რომ ნატოს ევროპული ლიდერობა, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობით, კონტინენტის თავდაცვის მომავალს წარმოადგენს“, - თქვა ჰეგსეთმა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების მეთაურის განცხადებით, მათ გაზარდეს თავდაცვის ხარჯები და ამას მომავალშიც გააგრძელებენ.
"თქვენგან გამოწვევა მივიღეთ, რომ მეტად ჩავრთულიყავით უკრაინაში, გაგვეზარდა თავდაცვის ხარჯები, გაგვეძლიერებინა ევროპის უსაფრთხოება. და მე გეუბნებით, რომ ეს ვქენით, ვაკეთებთ და მომავალში მეტს ვიზამთ", - თქვა ჰილიმ.
ჰეგსეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის დასრულება სურს და ამ მიზანს "ლაზერის სიზუსტით უმიზნებს". მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკების გზაზე უკრაინისგან მიღებული ბოლო ნიშნები იმედისმომცემია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.