ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის დღეებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾600 ათასი გამოიყოფა

ევროპის დღეებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 600 ათასი ლარი გამოიყოფა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულებაში წერია.
„9-11 მაისს ევროპის დღეების ფარგლებში ქალაქ თბილისში გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოიყოს 600 000 ლარი“, - წერია განკარგულებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.