ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2025 წელს რეკორდულ 2.6 მილიარდ მგზავრს მიაღწია – ACI Europe-ის კვლევა

ევროპის აეროპორტების მგზავრთა ნაკადმა, 2025 წელს რეკორდულ 2.6 მილიარდ მგზავრს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით 4.4%-ით მეტია. ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს სექტორის „შესანიშნავ მდგრადობას“ ავიაბილეთების მაღალი ფასების, შეზღუდული ტევადობისა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, – ამის შესახებ ნათქვამია ACI Europe-ის (Airports Council International Europe)კვლევაში „The Full Year 2025 Airport Traffic Report“.
ზრდა თითქმის მთლიანად განპირობებული იყო საერთაშორისო მგზავრთა მიმოსვლით, რომელიც 5.6%-ით გაიზარდა, ხოლო შიდა მიმოსვლა 0.2%-ით გაიზარდა.
ყველაზე დიდი ზრდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში დაფიქსირდა, სადაც ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვენია და მალტა.
ლონდონის ჰითროუს აეროპორტი 84.5 მილიონი მგზავრით ყველაზე დატვირთული ჰაბების სიას ლიდერობს. მას მოსდევს სტამბოლის აეროპორტი, რომელმაც 2025 წელს 84.44 მილიონი ტურისტი მიიღო.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში