ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს 3%-მდე შემცირდება - WB
მსოფლიო ბანკის (WB) პროგნოზის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს 3.0%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების მსოფლიო ბანკის ანგარიშშია საუბარი. WB წერს, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2025 წელს ზომიერ ნიშნულს - 2.9%-ს მიაღწევს.
აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ შემცირდება 2024 წელს 4.8%-მდე ხოლო 2025 წელს 4.2%-მდე.
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შემცირება 2024 წელს 1.8%-მდე სანამ 2025 წელს 2.7%-მდე მოიმატებს.
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: პროგნოზის მიხედვით ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 2.8%-ს მიაღწევს ხოლო 2025 წელს 4.2%-ს.
სამხრეთი აზიის ქვეყნები: მოსალოდნელია ზრდის შენელება 2024 წელს 6.2%-მდე და ამ დონეზე დარჩება 2025 წელს.
საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.5%-ს მიაღწევს 2024 წელს და 3.9%-ს 2025 წელს.
დღეს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ანგარიშის - „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები", რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.