ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპელმა მეცნიერებმა ზემგრძნობიარე „ელექტრონული ცხვირი“ შექმნეს

ევროპელმა მეცნიერებმა ზემგრძნობიარე „ელექტრონული ცხვირი“ შექმნეს

იტალიელმა და ესპანელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი „ელექტრონული ცხვირი“ - მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია რეკორდული სიზუსტით ამოიცნოს და გაარჩიოს სხვადასხვა სუნი და აირების სახეობა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ასეთი „ელექტრონული ცხვირები“ მოთხოვნადია სხვადასხვა სფეროებში: ისინი აუცილებელია საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლისთვის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგისთვის, წარმოებაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე მედიცინაში ამოსუნთქული ჰაერიდან დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.
უახლესი „ელექტრონული ცხვირის“ მთავარი მახასიათებელი მისი მაღალი სელექციურობაა. ის უშეცდომოდ ამოიცნობს სპეციფიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა ამიაკი ან აცეტონის ორთქლი, სხვა უცხო სუნის არსებობის შემთხვევაშიც კი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.