ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენება მოისმინეს – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენება მოისმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„მჭიდრო ევროპული კოორდინაციის მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. დღეს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს მიმდინარე კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შესახებ მოხსენება წარუდგინა“, - წერს ანტონიო კოსტა.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის მოსმენა 6 მარტს დაგეგმილი ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტისთვის მოსამზადებლად სასარგებლო იყო.
„სამიტზე უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.