არქივი26 სექტემბერი, 2024, 15:53
„ევროპელმა დემოკრატებმა“ ცესკოში პარტიული სიის რეგისტრაცია გაიარა

პოლიტიკურმა პარტია „ევროპელმა დემოკრატებმა“ ცესკოში საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა და 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ნომრით #6.
განცხადებას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საარჩევნო სუბიექტის „ევროპელი დემოკრატების“ პარტიული სიის ათეულს შეადგენენ: პაატა დავითაია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, ვაჟა ბახტურიძე, თემურ პირტახია, გიორგი ფალავანდიშვილი, ნინო შამუგია, პაატა ნუცუბიძე, მალხაზ რაქვიაშვილი, ოთარ ხიზანაშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.