ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპა რუსული გაზის გარეშე ცხოვრებას შეეგუა - Bloomberg

ევროპულ ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ფონზე, არ უგრძვნიათ გაზის ფასების ზრდა, რაც შესაძლოა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების დამსახურებაა.- ამის შესახებ ინფორმაციას bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით მიუხედავად იმისა, რომ წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებმა გადაზიდვის მარშრუტები დააგრძელა, ამან ევროპელებისთვის კატარის გაზის ფასი არ გაზარდა და ელექტროენერგიის ღირებულება კრიზისის შემდეგ სტაბილური დარჩა.
ევროპული ელექტროენერგიის მეგავატ საათის ფასი 30 ევროზე დაბალია, რაც 2022 წლის პიკური მაჩვენებლის მეათედია. Bloomberg წერს, რომ ეს მაჩვენებელი იმის ნიშანია, რომ ყველაზე კრიზისული მომენტი უკვე გადალახულია, ევროპა ზამთრისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და გაზის რეკორდული მოცულობებიც დააგროვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპელები აქტიურად იყენებდნენ განახლებადი ენერგიის წყაროებს, რამაც მათ დივერსიფიკაციის საშუალება მისცა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.