ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ევროპა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.
"რიგასი" გასვლაზე "სტიაუასთან" 1:4 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ლაშა ოდიშარიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, ლუკა სილაგაძე კი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ოდიშარია მწვრთნელმა ვიკტორს მოროზსმა მისთვის უჩვეულო, მარცხენა მცველის პოზიციაზე დააყენა და ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შეფასებები: whoscored 7.0, flashscore 7.0, sofascore 6.7. ანალიტიკურმა საიტებმა სილაგაძის თამაში შეაფასეს: whoscored 6.0, sofascore 6.5, flashscore 6.2.
ლატვიური კლუბი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონტზე ლიდერია, ევროპა ლიგაზე შემდეგ შეხვედრას 3 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე "გალათასარაისთან" ჩაატარებს.
სტიაუა - რიგასი 4:1
გოლები: 1:0 ბირლიჯა (8), 1:1 ლიპუშჩეკი (23), 2:1 სტეფანესკუ (32), 3:1 ოლარუ (58), 4:1 ოლარუ (69)
სხვა მატჩების შედეგები
ფენერბაჰჩე - უნიონი 2:1
მალმიო - რეინჯერსი 0:2
აიაქსი - ბეშიქთაში 4:0
აინტრახტი - ვიკტორია 3:3
რომა - ბილბაო 1:1
ბრაგა - მაკაბი 2:1
ტოტენჰემი - ყარაბაღი 3:0

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.