ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის დუბლი და ორი საგოლე გადაცემა - "ლიონი" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
![ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის დუბლი და ორი საგოლე გადაცემა - "ლიონი" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/b9d1416b36fd2e0d30a574b24c3c4378-lFeZUv.jpeg)
ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები ჩატარდა.
„ლიონმა“ სახლში „სტიაუა“ ისევ დაამარცხა, ამჯერად 4:0 (ბუქარესტში 3:1 მოუგო) და მეოთხედფინალში გავიდა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. მან შეუცვლელად ითამაშა და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 9.8, whoscored 9.5, flashscore 8.5.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ლიონი - სტიაუა 4:0
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (14), 2:0 ნუამა (37), 3:0 მიქაუტაძე (47), 4:0 ნუამა (88)
სხვა მატჩების შედეგები
ლაციო - პლზენი 1:1 (პირველი შეხვედრა 2:1)
ოლიმპიაკოსი - ბოდო გლიმტი 2:1 (0:3)
აინტრახტი - აიაქსი 4:1 (2:1)
ბილბაო - რომა 3:1 (1:2)
ტოტენჰემი - ალკმაარი 3:1 (0:1)
რეინჯერსი - ფენერბაჰჩე 0:2 (პენ 3:2) (3:1)
მანჩესტერი - სოსიედადი 4:1 (1:1)
გაირკვა მეოთხედფინალური წყვილები
ლიონი - მანჩესტერი
ტოტენჰემი - აინტრახტი
ბოდო გლიმტი - ლაციო
რეინჯერსი - ბილბაო
შეხვედრები 10 და 17 აპრილს გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.