ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპაში Tesla-ს ახალი მანქანების გაყიდვები 28.2%-ით შემცირდა

ევროპაში Tesla-ს ახალი მანქანების გაყიდვები 28.2%-ით შემცირდა

ევროპაში Tesla-ს ახალი მანქანების გაყიდვები 28.2%-ით შემცირდა
მარტში, Tesla-ს ახალი მანქანების გაყიდვები ევროპაში 28.2%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების გაყიდვები 23.6%-ით გაიზარდა.
Reuters ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ საერთო ჯამში, ევროპაში ახალი მანქანების გაყიდვები 2.8%-ით გაიზარდა, რაც გამოწვეულია ბრიტანეთსა და ესპანეთში ორნიშნა ზრდით.
ევროპაში Tesla-ს გაყიდვების შემცირება ილონ მასკის მზარდი არაპოპულარობის კიდევ ერთი ნიშანია. გარდა ამისა, მიზეზებს შორისაა ჩინური ბრენდების კონკურენციის გაზრდა.
ამავდროულად, მარტში Volkswagen-ის ავტომობილების გაყიდვები 10.3%-ით, ხოლო Renault-ის 13%-ით გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.