ევროპაში რუსებისთვის ქონების ჩამორთმევის ახალი გზები გაჩნდა

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი საშუალებას მისცემს ჰელსინკის სპორტული არენის (ჰარტვოლის) ექსპროპრიაციას, რომლის მფლობელები რუსი ბიზნესმენები არკადი და ბორის როტენბერგები და გენადი ტიმჩენკო არიან, რომლებიც ექვემდებარებიან შეზღუდვებს, იუწყება STT.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოა, რომ სანქციების მე-12 პაკეტი შეზღუდვებს დაქვემდებარებულ მფლობელებს გაყინული აქტივების გაყიდვის შესაძლებლობას მისცემს. თუ ისინი ამას დათანხმდებიან, ბლოკირება შეიძლება მოიხსნას ექვსი თვით, მაგრამ გაყიდვიდან მიღებული თანხები გაყინული დარჩება, წერს STT.
თუ სანქცირებული ბიზნესმენები უარს იტყვიან მათი აქტივების გაყიდვაზე, ახალი პაკეტით მათი დაყადაღება იქნება შესაძლებელი. აღნიშნულია, რომ ფინეთის კონსტიტუცია აწესებს საზოგადოებრივი საჭიროების საფუძველზე ქონების ექსპროპრიაციის შესაძლებლობას. ჩამორთმევის ნებართვას გასცემს მთავრობა, მისი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს. ჩამორთმეული ქონების მესაკუთრე კომპენსაციას იღებს, თუმცა ჰელსინკი არენას შემთხვევაში ეს თანხებიც გაიყინება.
აგვისტოს ბოლოს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკვე „დაიწყო გადაწყვეტის მომზადება“, რათა ჰელსინკის არენის კომპლექსი კვლავ გამოეყენებინათ საჯარო ღონისძიებების არენად.
„უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია განვსაზღვროთ ვარიანტები, თუ როგორ შეიძლება არენა და სხვა მსგავსი უძრავი ქონება გამოიყენონ საერთო კეთილდღეობისთვის. გადაწყვეტილება მალე მიიღება, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ აპრილში, ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ რუსეთის, რუსეთის მოქალაქეების ან ასეთ ქვეყნებთან ასოცირებული კომპანიების ქონებას ჩამოართმევენ შეერთებულ შტატებსა და მათთან დაკავშირებულ სხვა სახელმწიფოებს, რუსეთში ქონება გადაეცემა დროებით მართვას.

ასევე დაგაინტერესებთ