ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება – მაიმუნის ყვავილი აღმოჩნდა.
ინფორმაციას და ფოტოს „ბიბისი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წლის დასაწყისიდან დღემდე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.