ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც

ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც
ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები ევროპის მასშტაბით, არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ, რელიგიურ იდენტობას.
„დღეს არის ევროპის დღე, მინდა, ეს თარიღიც გავიხსენო და ჩვენ ვუსურვებთ ევროპას, ჩვენს კონტინენტს განვითარებას, კეთილდღეობას. დღეს არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები ევროპის მასშტაბით, არის ტოტალური მიგრაცია, რაც აკარგვინებს ევროპულ სახელმწიფოებს ეროვნულ, რელიგიურ იდენტობას, არის სერიოზული პრობლემები, არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემოტრიალდეს დადებითი მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მთლიანად კონტინენტისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ევროპაში ეკონომიკური კრიზისი, არის რისკების შემცველი ნებისმიერი ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის, ამიტომ ჩვენ ევროპას ვუსურვებთ მაქსიმალურ წინსვლას, განვითარებას, კეთილდღეობას, ეს არის ჩვენი კონტინენტი, ყველაზე ძვირფასი სივრცე ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, ევროპის განვითარება ნიშნავს მეტ კეთილდღეობას საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს