ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ - ზელენსკი

ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ - ზელენსკი
ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვარ წინააღმდეგი, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს, ხოლო ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესშია.
ასევე, გუშინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთს პირდაპირ უნდა ესაუბროს.
„მიმაჩნია, რომ ამის დრო დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გავლენა შეზღუდული იქნება“, - განაცხადა მელონიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.