ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ევროპასა და ამერიკაში, პოლიციელები ძვლებში დაამტვრევენ” – კალაძე

“ევროპასა და ამერიკაში, პოლიციელები ძვლებში დაამტვრევენ” – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შსს–ს თანამშრომლები წესრიგს იცავდნენ, მერს არ უთქვამს, მაგალითად, რა წესრიგს არღვევდნენ აფთიაქსა და ეკლესიას შეფარებული ადამიანები, რომლებსაც სპეცრაზმი იქაც დასდევდა.
„ისინი იცავენ წესრიგს და უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხოებას. არავის აქვს უფლება, რომ პოლიციებს, რომელიც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს. ამას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. აბა, გაბედეთ და ევროპის რომელიმე ქვეყანაში, გინდ ამერიკაში, პოლიციელს დაელაპარაკეთ ისე, როგორც გუშინ აქციის ზოგიერთი მონაწილე აკეთებდა. ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ. ჟურნალისტი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.