არქივი11 მარტი 2026, 12:13
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, დებატების სახელწოდებაა - „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“.
აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 12 მარტს კენჭს უყრიან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.