არქივი17 დეკემბერი 2025, 22:43
ევროპარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრულ, ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს

ევროპარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2027 წლიდან რუსული გაზის იმპორტის სრულ, ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებას 500-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა, 120-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.
"დღევანდელი კენჭისყრა მკაფიო და ძლიერი გზავნილია: ევროპა აღარასოდეს იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე. ეს ევროკავშირისთვის დიდი მიღწევაა და ისტორიული გარდატეხა ევროპის ენერგეტიკულ პოლიტიკაში" - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო კომიტეტის წამყვანმა მომხსენებელმა, ინეზე ვაიდერემ
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.