პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტმა მედიის თავისუფლებასა და ამაღლობელის გათავისუფლებაზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მედიის თავისუფლებასა და ამაღლობელის გათავისუფლებაზე რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციას მხარი 324-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 25 იყო.
ევროპარლამენტარები ქართული ოცნებისგან მოითხოვენ მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ისინი ასევე მკაცრად გმობენ, ივანიშვილის მთავრობის მხრიდან სისტემურ თავდასხმებზე მედიის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
"ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ საქართველოში განხორციელებული თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და შევიწროების ფაქტების გამო, მათ შორის დისკრედიტაციის კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და დაკავებისას გენდერზე დაფუძნებული ძალადობის გამო; მოუწოდებს ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიებები და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება", - წერია ერთ-ერთ პუნქტში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.