ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შესაძლო კანდიდატობის გზაზე სომხეთს მხარი დაუჭიროს

13 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების შესაძლებლობას უჭერს მხარს.
დოკუმენტით, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ავტორობით შეიქმნა და რომელსაც ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს მოუწოდეს, შესაძლო კანდიდატობის გზაზე სომხეთს მხარი დაუჭირონ.
"თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი". - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, სომხეთთან თანამშრომლობის გაფართოებას, არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ხალხთა შორის კონტაქტებისა და სექტორული ინტეგრაციის სფეროებში აქტიურად დაუჭირონ მხარი.
გასულ კვირას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თქვა, რომ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს და რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.