ევროპარლამენტის რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე | სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ 5 პროექტია დარეგისტრირებული

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დებატების დაწყებამდე 7 საათი რჩება. ევროპარლამენტი დღეს რუსების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას საგანგებო რეზოლუციით დაგმობს. პროექტის კენჭისყრამდე ევროპელი პოლიტიკოსები სიტყვით გამოვლენ და ოკუპანტი ქვეყნის სისასტიკეს მაღალი ტრიბუნიდან შეეწინააღმდეგებიან. ამ დროისთვის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ს აგრესიაზე 5 პროექტია დარეგისტრირებული. საბოლოო, შეჯერებული ვერსია კი დებატების შემდეგ გასაჯაროვდება.
ინიციატივა პოლონელ დეპუტატს, ანა ფოტიგას ეკუთვნის.
თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი 13 ნოემბერს მიენიჭა. პროკურატურამ უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს