არქივი7 აგვისტო, 2024, 14:20
ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე მისი ხალხის ევროპული მისწრაფების მიმართ შეუცვლელი რჩება
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და სოციალური ქსელ X-ში წერს, რომ ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე მისი ხალხის ევროპული მისწრაფების მიმართ შეუცვლელი რჩება.
„საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი რუსული აგრესიიდან 16 წელი გავიდა. ევროპარლამენტის მხარდაჭერა შეუცვლელი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე მისი ხალხის ევროპული მისწრაფების მიმართ“, – დაწერა მან.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.