ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტის თანამშრომლის სახლსა და ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა - ჩხრეკა ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში თანამშრომლის შესაძლო როლს უკავშირდება

ევროპარლამენტის თანამშრომლის სახლსა და ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს.
ბელგიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის ჩატარება ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში თანამშრომლის შესაძლო როლს უკავშირდება.
„ჩხრეკა ჩარევის, პასიური კორუფციისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის საქმის ნაწილია და რუსეთის ჩარევის ნიშნებს უკავშირდება, როდესაც ევროპარლამენტის წევრებს მიმართავდნენ და „ევროპის ხმის“ საინფორმაციო ვებგვერდის მეშვეობით რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის ფულს უხდიდნენ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბელგიის პროკურატურამ არც თანამშრომელი დაასახელა და არც ის ევროპარლამენტარი, ვისთვისაც ის მუშაობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.