არქივი29 მარტი, 2025, 22:49
ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდსტატერი - „ქართული ოცნების” რეჟიმი კოშმარია ქართველებისთვის და აგრძელებს გზას ავტორიტარიზმისკენ

„ქართული ოცნების“ რეჟიმი კოშმარია ქართველებისთვის და აგრძელებს გზას ავტორიტარიზმისკენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდსტატერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ძალიან შემაშფოთებელი ამბები საქართველოდან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატიდან. დემოკრატიებში არ ვაპატიმრებთ და არ ვავიწროებთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს. „ქართული ოცნების“ რეჟიმი კოშმარია ქართველებისთვის და აგრძელებს გზას ავტორიტარიზმისკენ“, - წერს ბრანდსტატერი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.