ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი – მეტ-ნაკლებად მშვიდად ვუყურებდით იმას, როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ, ეს ჩვენი მხრიდან საშინელი მარცხია – ევროკავშირი უფრო მკაცრი და გადამწყვეტი უნდა იყოს

ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ზომები საქართველოში არსებული ვითარების სიმძიმეს არ ასახავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა (ფინეთი) ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
ფინელმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ანგარიშის პროექტს, რომელიც „საქართველოს რეჟიმზე გაზრდილი ზეწოლის მოწოდებით გამოდის“, მიესალმება.
„ჩვენ მეტ-ნაკლებად მშვიდად ვუყურებდით იმას, თუ როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ, მათ შორის, რუსეთის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონები და საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის სასტიკი ჩახშობა. ეს ჩვენი მხრიდან საშინელი მარცხია. ევროკავშირი უფრო მკაცრი და გადამწყვეტი უნდა იყოს, როდესაც ვხედავთ, რომ კანდიდატი ქვეყანა ხდება ადგილი, სადაც ჩვენი მტრების იდეალები ასეთ დომინანტობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ“, – განაცხადა ტინკინენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?