ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი – „ქართული კოშმარის“ რეპრესიებს ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების წინააღმდეგ სანქციებით უნდა ვუპასუხოთ

საქართველოში განხორციელებული თავხედური დარბევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს.
მისი თქმით, ევროპამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს სანქციები უნდა დაუწესოს და ქართველი ხალხის გვერდით დადგეს.
„მაშინ, როდესაც “ქართული კოშმარი” ცდილობს გააჩუმოს მშვიდობიანი მომიტინგეები და ოპოზიციის ხმები, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციებით ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების [enablers] წინააღმდეგ. ეს რეპრესიები არ უნდა იქნას დაშვებული და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს დასჯა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, – წერს კოლსი.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)