ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო - ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო - ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია

ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ლუაზო ამ ფორმით გამოეხმაურა მედიაში, კერძოდ, ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 8 ნოემბერს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოს შესახებ „არსებითი დებატებისთვის“.
„ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ”. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. არასდროს არ ვსწავლობთ“, - წერს ლუაზო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.