ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა - ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ

ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა - ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ

უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰალ შჩერბამ (პოლონეთი) საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ აქ ქართველი ხალხისთვის ვართ, რომელიც ქუჩებში აპროტესტებს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, რადგან მათ საქართველოსთვის ევროპული მომავალი სურთ. საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ“, - განაცხადა მიჰალ შჩერბამ.
ასევე, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს.
„პრეზიდენტი ამ ქვეყნის ლიდერია და ჩვენ საქართველოს ევროპული გზისთვის მასთან უნდა ვითანამშრომლოთ“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.