ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – როცა საქართველოში დემონსტრაციებს უყურებ, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები“ მმართველ პარტიაში სხედან

როდესაც საქართველოში დემონსტრაციებს უყურებ, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები“ მმართველ პარტიაში სხედან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„როდესაც უყურებ საქართველოში დემონსტრაციებს „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც აკოპირებს ფართოდ რეპრესიულ რუსულ კანონმდებლობას, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები” მმართველ პარტიაში სხედან, და არა სამიზნეში ამოღებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში,” – წერს გალერი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”