ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპარლამენტარი თიის როიტენი - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დიპლომატიური პასპორტის მფლობელი რამდენიმე ქართველი „შავ სიაში“ შეიყვანეს - ეს არასაკმარისია და იმედგამაცრუებელია

ევროპარლამენტარი თიის როიტენი - ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დიპლომატიური პასპორტის მფლობელი რამდენიმე ქართველი „შავ სიაში“ შეიყვანეს - ეს არასაკმარისია და იმედგამაცრუებელია

დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დიპლომატიური პასპორტის მფლობელი რამდენიმე ქართველი „შავ სიაში“ შეიყვანეს - ეს არასაკმარისია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, თიის როიტენი (ნიდერლანდები) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველი ხალხი ზედიზედ 60 დღეა თავისი კონსტიტუციური ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად ქუჩებში გამოდის. დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რამდენიმე დიპლომატიური პასპორტის მფლობელი შავ სიაში შეიყვანეს. ეს არასაკმარისია, იმედგამაცრუებელია და გულწრფელად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა“, - წერს როიტენი.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხება: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.