ევროპარლამენტარი დან ბარნა ელენე ხოშტარიას დაკავებაზე – ეს არის სასამართლო სისტემის აშკარა ბოროტად გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად

ევროპარლამენტარი დან ბარნა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მთავრობის არაპროპორციული რეაგირებაა, გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი თავდასხმა და ევროკავშირის გზიდან გადახვევის საგანგაშო ნაბიჯი.
ასევე მისი შეფასებით, დაკავება არის სასამართლო სისტემის აშკარა ბოროტად გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად.
„საგანგაშო ამბავი საქართველოდან. ვგმობ ელენე ხოშტარიას, ჩვენი ALDE-ს წევრი პარტიის, “დროას” მამაცი ლიდერის დაკავებას. მისი დანაშაული? პოლიტიკური პროტესტის აქტი სტუდენტ აქტივისტთან სოლიდარობის ნიშნად. ეს არის სასამართლო სისტემის აშკარა ბოროტად გამოყენება ოპოზიციის გასაჩუმებლად.
მოდით, ნათლად ვთქვათ: ელენემ დაწერა სავარაუდოდ ისედაც უკანონო საარჩევნო ბანერზე – ქმედება, რომლისთვისაც აქამდე არავის წაუყენებია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. „ქართული ოცნების“ მთავრობის ეს არაპროპორციული რეაგირება გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი თავდასხმა და ევროკავშირის გზიდან გადახვევის საგანგაშო ნაბიჯია”, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, 10 წელია თავის პარტიას ანგრევს, პერიოდულად გამონათებები აქვს და დავესესხები: „სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს“

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც