ევროპარლამენტარი გაი ვერჰოფშტადტი – ორბანმა ოთახი დატოვა, როდესაც უკრაინის ევროპულ ოცნებას ლიდერებმა მხარი დაუჭირეს, მაგრამ ის ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება

ორბანმა ოთახი დატოვა, მაგრამ იგი ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გაი ვერჰოფშტადტმა განაცხადა.
„ორბანმა ოთახი დატოვა, როდესაც უკრაინის ევროპულ ოცნებას ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის ბედნიერია, როცა ოთახში პუტინთან ერთად იმყოფება“, – წერს გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ვერჰოფშტადტმა აღნიშნა, რომ ორბანმა თავისუფლების ნაცვლად რუსეთი აირჩია.
„რუსეთის არჩევა თავისუფლების ნაცვლად. 1956 წლის სულმა უნგრეთის რეჟიმი სამუდამოდ დატოვა“, – აღნიშნა ბელგიის ყოფილმა პრემიერმა.
დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება